ეს იყო მაშინ…
ეს იყო მაშინ…
ეს იყო მაშინ, როცა ორმა ადამიანმა დამიყოლია ბიზნესის მართვიდან ფინანსებზე გადასვლა. ეს მაშინ კი არ იყო, ეს მაშინ დაიწყო. და დაიწყო ჩემი მაზოხისტობა, სხვა არაფერი.
დიახ, მაზოხისტი ვარ. და არა მარტო მე, არამედ ყველა ვინც ფინანსებზეა, და ყველა ამას აღიარებს. ვარ მაზოხისტი სულ რაღაც რამდენიმე მიზეზის გამო.
1. უსაინტერესოესი და უძნელესი
კი, ნამდვილად, ფინანსებზე საინტერესო არაფერია. მასეთნაირადვე საინტერესოა ბიოქიმია, მაგრამ ფინანსებზე საინტერესო მაინც არაა. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ აქციონერი. ხომ მაგარია? კი ნამდვილად მასეა. ხართ აქციონერი. თან გინდათ, აქციების გარდა ობლიგაციები შეიძინოთ, რომელიც აქციებისაგან განსხვავებით ყოველწლიურ ფიქსირებულ შემოსავალს მოქცემთ. არ იცით რომელი ობლიგაცია შეიძინოთ. ასევე გინდათ გაყიდოთ თქვენი აქცია, მაგრამ როდის, არც ეს იცით. აი სად გამოვჩდები მე. დიახ, მე. რატომ მე?? აბა ფინანსებზე ტყუილად ვსწავლობ? სულ დამავიწყდა, ჩემს გარდა კიდევ ორი ადამიანი, რომლებმაც დამიყოლიეს ფინანსებზე გადმოსვლა.
2. უსაინტერესოესი და უძნელესი
კი, უძნელესია. აბა თქვენ ახლა წარმოიდგინეთ Apple-ის და Microsoft-ის Balance Sheet-ისა და Income Statement-ის გაანალიზება. ხომ მოკვდები ანალიზით. იქ Cash გაყოფილი აქვთ კიდევ ხუთ ნაწილად. მერე ვალდებულებები ანუ Liabilities, აქაც გაგიძდები ვისთან რამდენი ვალი აქვს. ბონდები გაშვებული აქვს, მოკლე ვადიანი, გრძელვადიანი. ეხ, დაიტანჯები მოკლედ.
პ.ს. პროფესიონალ ფინანსისტთა საყურადღებოდ: ეს ფართო აუდიტორიისათვისაა დაწერილი.
პ.პ.ს. რამეს თუ ვერ გაიგებთ შეგიძლიათ, ანდ გაატაროთ, ან მკითხოთ, თქვენზე დამოკიდებული.
მეტრო
როგორც იქნა მოვაბი თავი გადმომეტანა ის ”შედევრი” რაც მეტროში დავწერე. გუშინ.
***
საოცარი შეგრძნებაა, როცა მეტროს თავისუფალ ვაგონში შედიხარ. მარტო შენ! სხვა არავინ! ყველა ადგილი თავისუფალია და ჯდები სადაც მოგესურვება. მე იქვე კარებთან მიყვარს ჯდომა. მარცხნიდან ან მარჯვნიდან (გააჩნია კარის რომელ მხარეს დავჯდები) არავინ მაწუხებს – კარებია, და მეორე მხრიდან ვინმე გოგო დამიჯდება. ერთი ადამიანიც რომ შემოვიდეს, თუნდაც ვაგონის მეორე ბოლოს, ეს შეგრძნება ეგრევე ქრება.
ყველაზე ძალიან ძველი ბიჭების შემოსვლას ვერ ვიტან ვაგონში. ჩემთვის ეს მიუღებელი კატასტროფაა მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმჩნევ, ვცდილობ არ შევიმჩნიო ყოველ შემთხვევაში. უმეტესად ისინი ან მუსიკას (განსაკუთრებით რუსულ პაპსას) ჩართავენ მეტისმეტად მაღალ ხმაზე, ისე რომ საცაა იმ ვაგონიდან გადახტე, ან კიდევ ხმამაღლა ”ბლატნოი” სიტყვებით საუბრობენ, ლამისაა იოგები ჩაუწყდეთ.
Как мало надо для человеческого счастья ანუ სრული ბედნიერებაა, როცა შენ სამიზნე სადგურში (point of destination) ჩახვედი ისე, რომ არც რამის გამყიდველი ამოვიდა, არც მათხოვარი… დღეს (ანუ უკვე გუშინ) კი ეს ბედნიერება არ მეღირსა. სუპერწებოსა და კევების გამყიდველი არ ამოვიდეს, ეს ხომ არბსურდია. მათხოვარმაც გამახარა! ჯვარს სწერდა ვაგონში მსხდომ აუდიტორიას.
უკვე სამჯერ შემხვდა მეტროში ერთი ქალი. მხატვარია. მაგრამ ნამდვილ მხატვრადაც ვერ შერაცხავ. გზად თანამგზავრების პორტრეტებს ხატავს. მაგრამ ყველას არა, ვინც მოეწონება მხოლოდ მათ. დახატვისთანავე ნამუშევარს პორტრეტის ობიექტს აძლევს, რის შედეგადაც იღებს გასამრჯელოს: ლარს, ორს, ზოგი ხუთსაც აძლევს. არავინ კადრულობს მისცეს ლარზე ნაკლები და არავის ემეტება ხუთ ლარზე მეტი. როგორც უკვე ვთქვი მე ეს ქალი სამჯერ ვნახე და სამჯერვე შემრჩა მისი ნამუშევარი ხელებში. მხოლოტ ერთ ნახატში ვგავარ საკუთარ თავს. დანარჩენები ვითომდა სხვისი პორტრეტებია. მომწონს ეს ქალი თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხის სახეზე ღიმილს ტოვებს და მეც გაღიმებული ვრჩები სახლში შესვლამდე, და იმის მერეს.
რეკლამები, რეკლამები, და ისევ რეკლამები. სულ მუდამ რეკლამები. ოხ ეს მარკეტოლოგები, არ შეუძლიათ ადამიანი ამ რეკლამებით არ დაბომბონ (ბატონ დავით ბირმანს არ ეხება). ერთხელაც მომინდა დამეთვალა, რამდენ რეკლამას ვეჩეხებით მეტროში, მაგრამ მერე თვლით დავიღალე და თავი დავანებე.
საქართველოს ბანკი, ბილაინი, მომგებიანი ბილეთი… მეტროდან გასვლისას აუცილებლად გადააწყდები. საბოლოოდ რომ გახვალ მეტროდან, უმეტეს სადგურებში დაგხვდება ბაზარი და აურზაური.
ბევრი ვილაპარაკე თუ ცოტა, მეტრო მაინც რჩება ყველაზე სწრაფ სატრანსპორტო საშუალებად, რომლითაც ყოველდღე მიწევს მგზავრობა.



2 comments