მეტრო

როგორც იქნა მოვაბი თავი გადმომეტანა ის ”შედევრი” რაც მეტროში დავწერე. გუშინ.

***

საოცარი შეგრძნებაა, როცა მეტროს თავისუფალ ვაგონში შედიხარ. მარტო შენ! სხვა არავინ! ყველა ადგილი თავისუფალია და ჯდები სადაც  მოგესურვება. მე იქვე კარებთან მიყვარს ჯდომა. მარცხნიდან ან მარჯვნიდან (გააჩნია კარის რომელ მხარეს დავჯდები) არავინ მაწუხებს – კარებია, და მეორე მხრიდან ვინმე გოგო დამიჯდება. ერთი ადამიანიც რომ შემოვიდეს, თუნდაც ვაგონის მეორე ბოლოს, ეს შეგრძნება ეგრევე ქრება.

ყველაზე ძალიან ძველი ბიჭების შემოსვლას ვერ ვიტან ვაგონში. ჩემთვის ეს მიუღებელი კატასტროფაა მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმჩნევ, ვცდილობ არ შევიმჩნიო ყოველ შემთხვევაში. უმეტესად ისინი ან მუსიკას (განსაკუთრებით რუსულ პაპსას) ჩართავენ მეტისმეტად მაღალ ხმაზე, ისე რომ საცაა იმ ვაგონიდან გადახტე, ან კიდევ ხმამაღლა ”ბლატნოი” სიტყვებით საუბრობენ, ლამისაა იოგები ჩაუწყდეთ.

Как мало надо для человеческого счастья ანუ სრული ბედნიერებაა, როცა შენ სამიზნე სადგურში (point of destination) ჩახვედი ისე, რომ არც რამის გამყიდველი ამოვიდა, არც მათხოვარი… დღეს (ანუ უკვე გუშინ) კი ეს ბედნიერება არ მეღირსა. სუპერწებოსა და კევების გამყიდველი არ ამოვიდეს, ეს ხომ არბსურდია. მათხოვარმაც გამახარა! ჯვარს სწერდა ვაგონში მსხდომ აუდიტორიას.

უკვე სამჯერ შემხვდა მეტროში ერთი ქალი. მხატვარია. მაგრამ ნამდვილ მხატვრადაც ვერ შერაცხავ. გზად თანამგზავრების პორტრეტებს ხატავს.  მაგრამ ყველას არა, ვინც მოეწონება მხოლოდ მათ. დახატვისთანავე ნამუშევარს პორტრეტის ობიექტს აძლევს, რის შედეგადაც იღებს გასამრჯელოს: ლარს, ორს, ზოგი ხუთსაც აძლევს. არავინ კადრულობს მისცეს ლარზე ნაკლები და არავის ემეტება ხუთ ლარზე მეტი. როგორც უკვე ვთქვი მე ეს ქალი სამჯერ ვნახე და სამჯერვე შემრჩა მისი ნამუშევარი ხელებში. მხოლოტ ერთ ნახატში ვგავარ საკუთარ თავს. დანარჩენები ვითომდა სხვისი პორტრეტებია. მომწონს ეს ქალი თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხის სახეზე ღიმილს ტოვებს და მეც გაღიმებული ვრჩები სახლში შესვლამდე, და იმის მერეს.

რეკლამები, რეკლამები, და ისევ რეკლამები. სულ მუდამ რეკლამები. ოხ ეს მარკეტოლოგები, არ შეუძლიათ ადამიანი ამ რეკლამებით არ დაბომბონ (ბატონ დავით ბირმანს არ ეხება). ერთხელაც მომინდა დამეთვალა, რამდენ რეკლამას ვეჩეხებით მეტროში, მაგრამ მერე თვლით დავიღალე და თავი დავანებე.

საქართველოს ბანკი, ბილაინი, მომგებიანი ბილეთი… მეტროდან გასვლისას აუცილებლად გადააწყდები. საბოლოოდ რომ გახვალ მეტროდან, უმეტეს სადგურებში დაგხვდება ბაზარი და აურზაური.

ბევრი ვილაპარაკე თუ ცოტა, მეტრო მაინც რჩება ყველაზე სწრაფ სატრანსპორტო საშუალებად, რომლითაც ყოველდღე მიწევს მგზავრობა.

Advertisements

5 thoughts on “მეტრო

  1. რა საინტერესოა, მხატვარი ქალი არასდროს შემხვედრია და ისე მომინდა, მეც დამხატოს ! 🙂 ალბათ საბურთალოს ხაზზეა, რადგან “პირველი” ხაზით ყოველდღე ვმგზავრობ..
    კარგი ჩანაწერია 🙂

  2. მე სულ მათხოვრები მხვდებიან 🙂 თან ისეთი “ძალით მათხოვრები”
    შემოდის ბავშვი სადღაც 12-13 წლის თან ახლავს პატარა 2-3 წლის ბავშვი, იჩოქება, მუხლებზე ბავშვს დაიდებს (დაწვენაც არ ქვია) და მორთავს ღრიალს: “დეეეიდებო ბიიიიძიეეეეებოოო დააააამეხმარეეეთ, ღმეეეერთმააა დაგლოოოოცოოოოთ” (არა რა საინტერესეოა ჩვენ რომ გვეუბნება ღმერთმა დაგლოცოთო მას თუ წამს ღმერთის? ან ქრისტიანი თუა საერთოდ?) ზოგს შეეცოდება და მისცემს 10-5 თეთრს. მე ზედაც არ ვუყურებ ასეთ “მათხოვრებს”. მაღიზიანებენ საშინლად 😐

    1. მართლა საშინელებაა, და თან ორი ერთდროულად. მერე ისე ყვირიან, რომ გადაფარონ ერთმანეთი, საცაა დაყრუვდები…

      მათხოვრებს რაც გააჩნია, შემოგთავაზებთ ახალ ასეთ საინტერესო ჩანახატს. რაზე იქნება ეს ჩანახატი, მერე იხილავთ : )))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s