ლიბერთი ბანკი, ანუ მე – ფინანსისტი

ორიოდე კვირის წინ Financial Markets and Institutions-ში გავაკეთე პრეზენტაცია Mortgage Market in Georgia. ადვილი ნამდვილად არ იყო. საქართველოს რომ ეხებოდეს, ფინანსების და საერთოდ ბიზნესის სფეროზე რამე ინფორმაციის მოძიება საკმაოდ ძნელია. არ არის ეს ყველაფერი განვითარებული საქართველოში! საბოლოო ჯამში ლექტორმა ღვაწლი დამიფასა და 30-დან 30 ავიღე პრეზენტაციაში.

პრეზენტაციის მზადების პროცესში გამიჩნდა ერთი მოსაზრება.

ლიბერთი ბანკი კი არა, ადრე სახალხო ბანკი რომ იყო და 5 ბინას რომ ათამაშებდა მეანაბრეებს შორის, იმედია, გახსოვთ. ანაბრების აქცია “პოზიტივი” ერქვა ამ გათამაშებას. სულ მაინტერესებდა, რატომ ათამაშებდა ბინებს. მას ანაბრების გარდა რაღაც სარგებელი ხომ უნდა ჰქონდეს?! და ის მოსაზრება, რომელიც გამიჩნდა, მდგომარეობდა იმაში, რომ მართლაც ჰქონდა სარგებელი.

რა არის ბინა? ბინა არის უძრავი ქონება. უძრავი ქონება კი არალიკვიდურია, ანუ ძნელად გარდაიქმნება ფულად სახსრებში. ეტყობა, ბანკს გადაუხდელი იპოთეკური სესხებიდან შერჩა ბინები. შესაბამისად, ეს ბინები Balance Sheet-ში უზის. არავის სურს, ბალანსში ჰქონდეს ასეთი არალიკვიდური აქტივები. საჭიროების შემთხვევაში სწრაფად ვერ მოახერხებენ მათ ფულად სახსრებში გადაყვანას. ბანკს კი სურს რამენაირად მოიშოროს ისინი და ხედავს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზას.

  1. პირველი, რაც თავში მოგივა, არის ბინების გაყიდვა, სანამ დრო ჯერ კიდევ მაქვს. მაგრამ მე გეტყვით, რომ ეს ცუდი გადაწყვეტილებაა. ბანკისათვის სარგებელს არ მოიტანს. რატომ? ბანკი ბინების გაყიდვას რომ დაიწყებს, ბაზარზე მიწოდება გაიზრდება და ფასები უძრავ ქონებაზე დაეცემა. ეს კი ბანკს არ არწყობს. გრძელვადიან პერიოდში ის [ბანკი] ნაკლებ სესხს გასცემს და შესაბამისად ნაკლები შემოსავალი ინტერესიდან (Interest revenue) ექნება.
  2. ბანკი იფიქრებს: მოდი გავათამაშებ ამ ბინებს! ამით თავიდან მოვიცილებ არალიკვიდურ უძრავ ქონებას ბალანსიდან ისე, რომ ფასი არ დავარდება, და თან მეანაბრეებსაც მოვიზიდავ.

სახალხო ბანკმა სცადა ორი კურდღლის ერთად დაჭერა. შეიძლება ითქვას უფრო მეტის: არალიკვიდური აქტივის მოცილება,ფასის შენარჩუნება, მეანაბრეების მოზიდვა, პიარი (უფრო კი, ვიდრე არა). გამოვიდა ოთხი კურდღელი. შეგიძლიათ, თუ გაიხსენებთ რამეს, კურდღლები მიამატოთ.

რაც მთავარია სახალხო ბანკმა სცადა, დაეჭირა ამდენი კურდღელი. რამდენად გამოუვიდა, ეს უკვე სხვა თემაა, და ეს პოსტი ამას არ შეეხება.

Advertisements

6 thoughts on “ლიბერთი ბანკი, ანუ მე – ფინანსისტი

    1. სავსებით გეთანხმები. ისინი დეველოპერულ კომპანიებსაც აძლევდნენ სესხებს. ფაქტობრივად გამოდიოდა, რომ სახალხო ბანკი თვითონვე აშენებდა. თუ არ ვცდები, იყო პერიოდი, როცა სამშენებლო კომპანიებმა ვერ მოახერხეს ამ ვალის დაფარვა, და აქედანაც შემორჩათ ეს ბინები.
      ასევე იყო შემთხვევები, როცა ერთი და იგივე ბინით ორი ან მეტიც სესხი იყო უზრუნველყოფილი.

  1. არა. ეგ ბინები იყო მათი.
    სესხიც მათი.
    დეველოპერიც მათი.
    ბინაც მათი.
    ყოლიფერი მათი.
    გაკოტრებაც მათი. 🙂

    ახლა ჯადოქარი ყავთ უფროსად და ასუფთავებს და ალაგებს ნელ-ნელა…
    ავგიას თავკების იგავი ხომ იცი?
    აი ზუსტად ეგრე.

    1. როგორც იტყვი. იმ ჯადოქარმა შეისყიდა სახალხო ბანკის კონტროლ პაკეტი და ლიბერთი ბანკი დაარქვა? ასეა? ისე ცოტა მილაგ-მოლაგება არ აწყენდათ 😛

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s