ბლოგერები უფლისციხეში

თუ მიდიხარ სადმე ისტორიულ ადგილას, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მიდიხარ ექსკურსიაზე. ანუ მოინახულებ ძეგლს, რის შემდეგაც დაჯდები და შეჭამ. და მერე წამოხვალ სახლში. ბანალურია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კი ჩვენთვის, ბლოგერებისათვის (რომელთაც თვითონ “ბოლგერები”, ცხადია შემთხვევით, უწოდეს), შეჯიბრი მოაწყვეს.

გუნდი შედგებოდა სამი ადამიანისაგან: 1 გოგო და 2 ბიჭი. სულ 6 გუნდი ვიყავით, შესაბამისად სულ 6 გოგო და 12 ბიჭი. ერთი შეხედვით გენდერული დისკრიმინაცია. მაგრამ არა! გოგოებისათვის ყველაზე ადვილი საქმე შეგვხვდა, რისიც მერე დიდი მადლობელი ვიყავით. იმ ადგილამდე როცა მივედით, სადაც უნდა გადაგვეცა ესტაფეტა მეორე ბიჭისათვის, ძირს დავენარცხეთ, ისეთი დაღლილები ვიყავით. სულ რაღაც უნდა შეგვეგროვებინა 3 დროშა და თოკებს შორის უნდა გაგვევლო. ეს არის და ეს. და ამით ჩვენ დავიღალეთ. ნუ რა სირცხვილია.. :p

ჩემმა გუნდმა მესამე ადგილზე გავიდა და მე მიხარია!  უი ხო, აი ჩემი გუნდის წევრები: გიგა ჩალაური და გოჩა გაბოძე.

შეჯიბრის დამთავრების შემდეგ ალა-ფურშეტი კი არა, მწვადი გვქონდა. ვჭამეთ ჰოთდოგები, ლობიანები, ხაჭაპურები… ასევე იყო ბადრიჯანი ნიგვზით, ქაფქეიქის ვარიანტში. ოღონდ ამ ქაფქეიქის ძირი არა ჩვეულებრივი ცომისგან იყო გაკეთებული, არამედ მჭადის ფქვილისაგან, რისი ორიგინალურობა ძალიან მომეწონა.

მეტი ტექსტი იქნება მოსაბეზრებელი, ასე რომ ინებეთ სურათები 🙂

სანამ სურათებს დავდებ მინდა გამოვუცხადო ჩვენს სააგენტოს, რომელმაც ეს ყველაფერი მოაწყო, დიდი მადლობა. მახსოვს როგორი იყო უფლისციხის გარემო 2006ში, როდესაც ბოლოს ვიყავი მანდ. ტუალეტს ვერ ნახავდა ადამიანი მანდ. ნუ ეს როგორც მახსოვს მე. და ახლა ყველაფერი გაცილებით უკეთესია. მომეწონა ინფრასტრუქტურა. დიდი მადლობა პატრულს კი არა სააგენტოს.


Advertisements

ჩემი პოსტი ივენთ-ლენტას ბლოგზე

Eventlenta

ერთ-ერთი ლამაზი სანახაობა ამქვეყნად, მგონი ბალეტია. მაგრამ რატომღაც ქართველებს ჰგონიათ, რომ ბალეტი უფრო ცისა ფერს შეესაბამება, ვიდრე სტანდარტულ შავ-თეთრს. ალბათ, ამიტომაც მომრავლდნენ ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში უცხოელი ბალერონები: უილიამ სანტოსი (Wiliam Santos), უილიამ პრატი (William Pratt), ასევე მიგელ ნუენი (Miguel Nguyen), ვისაც გარკვეული მიზეზების გამო მოუხდა საქართველოს დატოვება.

რატომ დავიწყე ახლა ბალეტზე საუბარი? კვირას, 17 ივნისს, სამ საათზე ვიყავი ბალეტზე. ალბათ ვიღაცას დააინტერესებს, როგორ მოვხვდი მე ბალეტზე, როცა ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში რემონტია. ამ სეზონში ბალეტს გრიბოედოვის თეატრში აჩვენებდნენ.

როცა ვიყიდეთ (კი არა და მამიდაჩემმა იყიდა) აბონემენტი, თან მოყვა ხელით დაწერილი ბალეტების

ჩამონათვალი. ყველა ბალეტი თავის დროს იყო. ბოლო ბალეტის დასახელება ეწერა ‘გომესის “ანარეკლი” პრემიერა’. მე და ჩემი მეგობარი წავედით ამ ბოლო ბალეტზე.

ვზივართ, ველოდებით შუქის ჩაქვრას. როგორც ქართველებს შეეფერება დაიწყეს არა მოქმედება დაიწყო. და მართლა, გედების ტბაა. უკვე დარწმუნებულები იმაში, რომ ეს არის ჩაიკოვსკის ბალეტი, დიდი სიამოვნებით ვუყურებთ. მაგრამ დადგმა იყო დეკორაციების გარეშე, როცა…

View original post 451 more words