რჩევა დამსაქმებელს – არ ათარგმნინოთ ტექსტი!

ორიოდე კვირის წინ ვიყავი გასაუბრებაზე. მე ვიყავი დასაქმებულის მხრიდან. მაგრამ რჩევა მინდა დამსაქმებლებს მივცე.

ტექსტი ზეპირად არ ათარგმნინოთ პოტენციურ დასაქმებულს.

გასაუბრებაზე მთხოვეს გადამეთარგმნა რაღაც ტექსტი რომელიღაც გაზეთიდან ინგლისურიდან ქართულზე. კი გადავთარგმნე, მაგრამ არც თუ ისე წარმატებულად. ბევრს ეგონებოდა, მე ან ინგლისური არ ვიცი, ანდა ქართული. ამ შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა. მაგრამ რეალურად ენის ცოდნა და ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის უნარი არის სულ სხვადასხვა რამ.

მე შეიძლება შესანიშნავად ვიცოდე ხუთი სხვადასხვა ენა, ამავდროულად არ შემეძლოს თარგმნა. ავიღოთ ჩემი პირადი მაგალითი. მე ვიცი სამი ენა ძალიან კარგად: ქართული, რუსული და ინგლისური. ქართული და რუსული – ორივე ჩემთვის მშობლიური ენაა (თითქმის ერთდროულად დავიწყე მათზე ლაპარაკი). მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ შემეძლო თარგმნა არც ქართულიდან რუსულზე, და არც რუსულიდან ქართულზე – ეს ყველაფერი ზეპირად ლექსიკონის გარეშე. ეს რატომ ხდება? იმიტომ, რომ მე არ მისწავლია ამ ორი ენიდან არც ერთი როგორც უცხოური და ქართულ-რუსულ ან რუსულ-ქართულ ლექსიკონებში არ დავძვრებოდი. შესაბამისად მე თავისუფალი კომუნიკაცია მაქვს ორივე ენაზე როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი, მაგრამ ჩემთვის ძნელია მონახვა კონკრეტული სიტყვის მნიშვნელობა მეორე ენაზე ჩემს სიტყვათა მარაგში. ეს კიდევ იქიდანაც გამომდინარეობს, რომ მე როცა ვსაუბრობ, ვწერ, ვკითხულობ კონრეტულ ენაზე, ამავე ენაზე ვაზროვნებ.

ანალოგიური შემთხვევაა ინგლისურიდან ნებისმიერ ამ ორ ენაზე თარგმნა. კი, ვსწავლობდი მე ინგლისურს როგორც უცხო ენას. როგორც პირველ შემთხვევაში აღვწერე, მე ლექსიკონებს აქაც არ ვიყენებდი. მე მყავდა ისეთი მასწავლებლები ინგლისურში, რომლებმაც ქართული არ იცოდნენ. როდესაც რამე სიტყვა არ გვესმოდა, ისინი გვიხსნიდნენ ისევ ინგლისურად. ქართული შესატყვისი არ გვაინტერესებდა ბავშვებს, მთავარია, გაგვეგო ეს სიტყვა. ამასთანავე, როდესაც ახალი სიტყვების სწავლას ვიწყებდით სახლში, საშინაო დავალებად გვეძლეოდა Oxford Advanced Learners Dictionary-ში სიტყვების განმარტებების მონახვა და ინგლისური ენის რვეულში მისი გადმოწერა. როგორც ხედავთ, არც აქ გამომიყენებია ინგლისურ-სხვაენის ლექსიკონი.

დამსაქმებელს, რომელთანაც ვიყავი გასაუბრებაზე, ეგონა, იმისათვის, რომ ენა იცოდე, საჭიროა კარგად თარგმნიდე. თურმე არა იმიტომ, რომ სხვებს გადაუთარგმნო, არამედ შენთვის უბრალოდ მნიშვნელობის გასაგებად გადათარგმნო. სინამდვილეში, ეს აუცილებელი არ არის. მე მოსმენილის ან წაკითხულის გასაგებად სულ არ მჭირდება გონებაში თარგმნა. ყველაფერი მშვენივრად მესმის. და ცხოვრებაში არ მქონია ასეთი შემთხვევა, რომ გადამეთარგმნოს გონებაში რამე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ სამ ენაზე მაქვს საუბარი, რადგანაც სამივე ენას მე თავისუფლად ვფლობ.

თუ, რა თქმა უნდა, რომელიღაც ენა ცუდად იცი, ამ შემთხვევაში საჭიროა გონებაში თარგმნა. როგორც ჩემს შემთხვევაში ესპანურში ხდება, ხანდახან თურქულშიც, რადგანაც ეს უკანსაკნელი უკვე მეტ-ნაკლებად ვიცი. მე ჩემი გასაუბრებიდან ისეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ ვინც მესაუბრებოდა, მანდ არ იცის ინგლისური კარგად და თვითონ თარგმნის ასე.

ამის გარდა, მე თარჯიმანი არ ვარ, რომ ზეპირად თარგმნა შევძლო.

რა თქმა უნდა, თუ თარგმნა დასაქმებულის საქმიანობას ეხება, მაშინ ვუშვებ ამ შემთხვევას. ვთვლი, რომ შემოწმება უნდა მოხდეს წერილობით და არა ზეპირად. მიეცით დრო კანდიდატს, წყნარად გადათარგმნოს ესა თუ ის ტექსტი და მიეცით საშუალება გამოიყენოს ნებისმიერი ონლაინ თუ hard-copy ლექსიკონი. თუ ენა კარგად იცის, ლექსიკონის გამოყენებით მშვენივრად თარგმნის. თუ ამას გააკეთებს, დარწმუნებული იყავით, რომც მოუწიოს ზეპირად თარგმნა, აზრს გადათარგმნის. სიტყვა სიტყვით მხოლოდ პროფესიონალი თარჯიმანია ვალდებული თარგმნოს, თქვენი დასაქმებული კი თარჯიმანი არ არის.

ვიმედოვნებ, რომ რისი თქმაც მინდოდა, მარტივად და გასაგებად დავწერე.

გმადლობთ, რომ გამოყავით დრო და წაიკითხეთ ეს პოსტი!

Advertisements

One thought on “რჩევა დამსაქმებელს – არ ათარგმნინოთ ტექსტი!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s