რატომ ვარ უმუშევარი?

რატომ არის ასეთი ძნელი სამსახურის პოვნა? ერთის მხრივ, ეს შეიძლება რიტორიკული შეკითხვა იყოს; მეორეს მხრივ, ეს ის შეკითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა აუცილებელია.

მარტიდან ვარ უმუშევარი. ვერც კი დავთვლი, რამდენ ადგილას მაქვს გაგზავნილი რეზიუმე. როგორც მოსალოდნელი იყო, უმრავლესობა არც კი გამომეხმაურა. ბევრს ხომ უწერია, რომ მხოლოდ შემდეგ ტურში გასულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან. მაგრამ მაინც იყო რამდენიმე ტესტირება, იყო რამდენიმე გასაუბრება.

ყველა ტესტირებას გავდიოდი, ერთის გარდა, სადაც სასჯელაღსრულებითი კანონმდებლობის ცოდნას მოითხოვდნენ ჩემგან. არც მიკვირს. სასჯელაღსრულებითი კანონმდებლობა არ ვიცი. დანარჩენებიც არ მიკვირს, ლოგიკაში და ინტელექტში არ მოვიკოჭლებ, ხოლო სპეციალობით ფინანსები იყო უმეტესწილად. ეს ყველა ტესტირება გავიარე და გასაუბრებაზეც დამირეკეს.

გასაუბრებაც მშვენივრად გადის. ვაღიარებ, რომ ერთი გასაუბრება არ მომეწონა, სადაც ისევ კანონები გამომკითხეს, რომლიდანაც ერთ-ერთი საბიუჯეტო კოდექსი იყო. არ ვიცი ეს კოდექსი, მხოლოდ 10 გვერდი წავიკითხე იქიდან. შესაბამისად, არც ამირჩიეს. დანარჩენები კი ფრიად სასიამოვნო იყო. გასაუბრებიდან გამოსვლისას დარწმუნებული ვიყავი, რომ  დამიკავშირდებიან და უკვე მეტყვიან როდის უნდა გავიდე სამსახურში. მაგრამ არც ერთს დაურეკავს.

თუმცა, ერთი იყო, ჩემმა უნივერსიტეტმა გააგზავნა ჩემი რეზიუმე მანდ. გასაუბრებაც გავიარე, და დამირეკეს. გავედი სამუშაოზე. მაგრამ იმ საქმეს, რისთვისაც ამიყვანეს, ვერ ვაკეთებდი იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამულ უზრუნველყოფას ვერ ნერგავდნენ. დამატებით, გასაუბრებაზე არ მომახსენეს პირობები, რომ დილის 9დან იწყება სამუშაო დღე, შაბათსაც მუშაობენ. და ბოლოს, იქიდან გამომდინარე, რომ მე აღნიშნული მიზეზების გამო ვერ ვასრულებდი ჩემს მოვალეობას, გამათავისუფლეს. დამირეკეს საღამოს, და მითხრეს, რომ შემდეგ დღეს აღარ გამოვსულიყავი. ამასთანავე, იმ ერთი კვირის ხელფასი არ დამარიცხეს, მერე რა რომ მე არ მიკეთებია საქმე. ეს ხომ ჩემი ბრალი არ იყო. ეს მათი დაგეგმვის პრობლემაა. მე ხომ დრო დავხარჯე, ერთ ტესტირებაზე აღარ წავსულვარ და ერთ გასაუბრებაზე მოვახსენე, რომ უკვე ამიყვანეს, და ჩემი კანდიდატურის განხილვას აზრი აღარ აქვს.  თემას გადავუხვიე.

რატომ არის, რომ გასაუბრებიდან დაბრუნებულს აღარ მიკავშირდებიან? რა არის ჩემში ისეთი სხვანაირი, რაც გამსაუბრებებს არ მოსწონთ? ნუთუ გამართულად არ ვსაუბრობ? ნუთუ ძალიან უხეში ვარ? ან იქნებ ძალიან თავდაჯერებული ვარ?

საინტერესოა, რომ ზოგიერთი ნაცნობის მიხედვით, არის კომპანიები, რომლებიც ამ ყველაფერს საჩვენებლად აკეთებენ, რეალურად ჰყავთ არჩეული კანდიდატი თავიდანვე, მაგრამ იმისათვის, რომ დაიცვან “პრტოკოლი” დასაქმების ამ ყველა ეტაპს გადიან.

ვისაც დაგაინტერესეთ, როგორც თქვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, იხილოთ ჩემი LinkedIn პროფილი.

Advertisements

საქართველოს ბანკი – ასწავლეთ არითმეტიკა კონსულტანტებს

ნუთუ ასეთი ძნელი იყო პირდაპირ ეთქვა? მოკლედ, დაატრენინგეთ თქვენი კონსულტანტები, ისწავლონ ჩვეულებრივი არითმეტიკა, რა უნდა ამას?

მოკლედ, წაიკითხეთ დიალოგი და თქვენით გამოიტანეთ დასკვნა.

კონსულტანტი: გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

მე: გამარჯობა,

მე: მაინტერესებს ვადიანი ანაბარის დარღვევის შემთხვევაში, ანუ დროზე ადრე გატანისას, რამდენი პროცენტით ნაკლები დაერიცხება ანაბარს?

კონსულტანტი: მოგახსენებთ ქალბატონო თამარ

კონსულტანტი: რა ვადით გაქვთ გახსნილი ანაბარი?

კონსულტანტი: ასევა რომ მითხრათ რა ვალუტაში?

მე: ჯერ არ მაქვს გახსნილი. ვაპირებ გახსნას ლარში

კონსულტანტი: ანბარის ვადასა და ვალუტაზე გახლავთ დამოკიდებული თუ რა სარგებელი დაერიცხება ანბარზე განთავსებულ თანხას დარღვევის შემთხვევში

მე: ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებ ლარში გახსნას, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია რა ვადით. და რომ მითხრათ 3 თვეზე, 6ზე, 9ზე და 12ზე.

კონსულტანტი: 3 თვეზე გახნილი ანბარზე დაღვევი შემთხვევაში 3.00% წლიური, 6თვეზე–4.00%, 9 თვეზე–4.50%

კონსულტანტი: სარგებლის დარიცხვა მოხდება დღეების სიზუსტით

მე: ანუ 7%ის ნახვლად, დამერიცხება 4% 3თვიან ანაბარზე?

კონსულტანტი: დიახ

მე : ანუ ნებისმიერი ვადის მქონე ანაბარზე დამერიცხება 4% დარღვევის შემთხვევაში, მართალი ვარ?

კონსულტანტი4 % არა ქალბატონო თამარ, კონკრეტულ ვადაზე კონკრეტული სარგებელია განსაზღვრული

მე: ვიცი. ნახეთ, 3 თვიან ანაბარზე ჩვეულებრივ მერიცხება 7%, ხოლო დარღვევისას 7-3=4%

კონსულტანტი: 3 თვიან ანბარზე დიახ ესე გახლავთ

მე: 6თვიანზე 8-4=4%, 9თვიანზე 8,5-4,5=4%

მე: დანარჩენ თვეებზეც მასე იქნება სავარაუდოდ

მე: იქნებ მიპასუხოთ რამე

კონსულტანტი: კონკრეტულად არის განსაზღვრული ვადის მიხედვით

კონსულტანტი: კონკრეტული განაკვეთები მოგახსენეთ ვადის მიხედვთ

კონსულტანტი: კიდევ რაიმე კითხვა აღნიშლთან გაქვთ?

მე: კი, დანრჩენილი ვადებიც მითხარით, სრული ინფორმაცია რომ მქონდეს, იმისავის რომ გადავწყვიტო რა ვადით შევიტანო თანხა ანაბარზე

კონსულტანტი: ქალბატონო თამარ, რამდენი დღეც იქნება ანაბარზე განთავსებული თანხა, ამ დღეების მიხედვით მოხდება სარგებლის დაანგარიშზება, ეს გახლავთ წლიური პრცენტები

მე: თანხას არ გეკითხებით, მე გეკითხებით პროცენტულ განაკვეთს, რომელიც ჩამოეჭრება ანაბრის დარღვევის შემთხვევში, დანარჩენ პერიოდებზე. და ის რომ დღეების მიხედვით მოხდება დაანგარიშება ეს მე ვიცი

კონსულტანტი: 12 თვეზე გახლავთ – 5.00%, 15–5.00%

კონსულტანტი: 18 თვე–5.10%

კონსულტანტი: 21 თვე–5.20%

კონსულტანტი: 24–5.25%

მე: როგორც მე ვთქვი, ნებისმიერი ვადის ანაბრის დარღვევის შემთხვევაში დაერიცხება 4%. დაითვალეთ, არითმეტიკაა ჩვეულებრივი. 24 თვეზე 9,25%-5,25%=4%

მე: და შემდგომში ჩემნაირი მომთხოვნი კლიენტი როცა შეგხვდებათ, პირდაპი უთხარით ასე, რომ ნებისმიერი ვადის მქონე ვადიანი ანაბრის დარღვევისას, დაერიცხება 4%

კონსულტანტიკიბატონო მართალი ბრძანდებით, გაქვთ კიდევ რაიმე შეკითხვა ?