ცოდვების ქალაქი 2

პირველი, რისი თქმაც მომინდა ამ ფილმის ნახვის შემდეგ: “ვინც ცოდვების ქალაქი 1 ნახა, აუცილებლად მეორე ფილმიც უნდა ნახოს!”

ამ პოსტის დაწერა კი მინდოდა Eventlenta-ზე, მაგრამ მისი გაუმართაობის გამო გადავწყვიტე ჩემს პირად ბლოგზე დამეწერა, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ცოცხლდება.

მსახიობები თამაშობდნენ შთამბეჭდავად: Mickey Rourke, Jessica Alba, Joseph Gordon-Levitt, Josh Brolin, Bruce Willis. ეს მსახიობები ცნობილია ფართო მასებისთვის, რაც რაღაცას მაინც ნიშნავს, ანუ თუ დათანხმდნენ ფილმში მონაწილეობისათვის, კარგი ფილმია და ყუდებად ღირს! განსაკუთრებით Joseph Gordon-Levitt – ძალიან მიყვარს ეს მსახიობი. საინტერესო ფაქტია, რომ Dwight-ს თამაშობდა არა Clive Owen, არამედ Josh Brolin. ჩნდება ახალი პერსონაჟი, რომელსაც Eva Green თამაშობს. რუსულად რომ არის роковая женщина!

ამას თავი დავანებოთ და ცოტა სიუჟეტზე მინდა მოგიყვეთ.

“ქალი, ვის გამოც მოკვლა ღირს” – ასე ჰქვია მეორე ფილმს. პირველივე წუთებიდან ხვდები რა ქალზეა საუბარი. მაგრამ მერე უკვე გეცვლებათ აზრი, რაც უფრო მეტ პერსონაჟს ხვდები, მით უფრო იცვლება შენი აზრი. შესაძლებელია, გაგახსენდეს პირველი ფილმი და პარალელები გაავლო. აქვე მინდა აღვნიშნო ევა გრინის პერსონაჟი. ჩემში ერთდროულად ორი სრულიად საპირისპირო ემოცია აღძრა – სიძულვილი და აღფრთოვანება. და ამას დიდი ტალანტი სჭირდება!

საერთოდ ეს ფილმი შედგება რამდენიმე ნაწილისგან

მორიგი შაბათის ღამე

გრძელი საშინელი ღამე (ნაწილი 1)

ქალი, ვის გამოც მოკვლა ღირს

გრძელი საშინელი ღამე (ნაწილი 2)

ნენსის ბოლო ცეკვა

მძაფრსიუჟეტიანია. ყველგან სისხლები! მაგრამ ის, რომ შავ-თეთრია უმეტესწილად, დიდად არ მოქმედებს შენზე. მე პირადად არ მიყვარს ბევრი სისხლები, ამ ფილმს კი გავუძელი. 

ფერები! განსაკუთრებული როლი უჭირავს ფერებს. სიზმარივით არის. იხსენებ სიზმარს და მერე უცბად გახსენდება, რომ რაღაც დეტალი იყო წითელი, იასამნისფერი ან ყვითელი. აქაც ასეა. რაღაც დეტალებია ფერადი, დანარჩენი შავ-თეთრი. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ ფერის დანახვა მთელი ფილმის განმავლობაში მხოლოდ ქალებზეა შესაძლებელი. გარდა ამისა, ისიც მხოლოდ სურათზე:

მინდა უფრო მეტი რამე ვთქვა ამ ფილმზე, მაგრამ ისეთი საინტერესოა, რომ მინდა მოგიყვეთ მთელი სიუჟეტი, ყველაფერი რაც იქ ხდებოდა. ეს კი სპოილერებში ჩამეთვლება და ნამდვილად არ მინდა ასე მოხდეს. ამიტომ გიტოვებთ მხოლოდ ტრეილერს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s