ნაბიჭვრების ქვეყანა

აქამდე რატომ ვიყავი ასეთი naive, არ ვიცი… და რატომღაც არასდროს მეგონა ასეთ ქვეყანაში რომ ვცხოვრობ. მაგრამ აი ფაქტი! და ამის შემდეგ “ყვავილების ქვეყანა” როგორ უნდა ვუწოდო საქართველოს, არ ვიცი.
ვეღარაფერს დავწერ. უბრალოდ ნახეთ…

‎როცა რიგითი პოლიციელი რამე უკანონობას სჩადის, ეს მთელი ქვეყნისთვისაა ცნობილი, და როცა მისი მინისტრი ზომებს არ იღებს, მაშინ ეს მინისტრი ისეთივე ნაძირალაა, როგორც ის პოლიციელი! და როცა მინისტრი ამას არ აკეთებს და პრეზიდენტი ამის გამო მას არ ანთავისუფლებს პოსტიდან – მაშინ პრეზიდენტიც ნაძირალაა!

მიხეილ სააკაშვილი, 2003 წელი.

აი ასეთი რაღაც თქვა თვით პრეზიდენტმა. და მის “მეფობის” დროს ხდება ის რაც ხდება… Shame on you!

რებლოგი არ გამომდის, და პირდაპირ გადადით ამ ლინკზე: ნაბიჭვრების ქვეყანა

Advertisements

Skype on Bada OS

Everybody uses Skype. Almost everyone started using Skype on their smartphones. However, Bada OS users cannot yet enjoy it.

Because of the fact that there are few Bada OS users, Samsung and Microsoft don’t even attempt to write an Skype application for it. But we still have a hope and Yuri Papa from Lviv, Ukraine, started a  petition on change.org. We already reached 6,886 supporters and we need 614 more.

So here is it. Sign the petition here and ask others to do the same!

http://www.change.org/petitions/skype-microsoft-samsung-develop-skype-for-bada-os

 

ბლოგერები უფლისციხეში

თუ მიდიხარ სადმე ისტორიულ ადგილას, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მიდიხარ ექსკურსიაზე. ანუ მოინახულებ ძეგლს, რის შემდეგაც დაჯდები და შეჭამ. და მერე წამოხვალ სახლში. ბანალურია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კი ჩვენთვის, ბლოგერებისათვის (რომელთაც თვითონ “ბოლგერები”, ცხადია შემთხვევით, უწოდეს), შეჯიბრი მოაწყვეს.

გუნდი შედგებოდა სამი ადამიანისაგან: 1 გოგო და 2 ბიჭი. სულ 6 გუნდი ვიყავით, შესაბამისად სულ 6 გოგო და 12 ბიჭი. ერთი შეხედვით გენდერული დისკრიმინაცია. მაგრამ არა! გოგოებისათვის ყველაზე ადვილი საქმე შეგვხვდა, რისიც მერე დიდი მადლობელი ვიყავით. იმ ადგილამდე როცა მივედით, სადაც უნდა გადაგვეცა ესტაფეტა მეორე ბიჭისათვის, ძირს დავენარცხეთ, ისეთი დაღლილები ვიყავით. სულ რაღაც უნდა შეგვეგროვებინა 3 დროშა და თოკებს შორის უნდა გაგვევლო. ეს არის და ეს. და ამით ჩვენ დავიღალეთ. ნუ რა სირცხვილია.. :p

ჩემმა გუნდმა მესამე ადგილზე გავიდა და მე მიხარია!  უი ხო, აი ჩემი გუნდის წევრები: გიგა ჩალაური და გოჩა გაბოძე.

შეჯიბრის დამთავრების შემდეგ ალა-ფურშეტი კი არა, მწვადი გვქონდა. ვჭამეთ ჰოთდოგები, ლობიანები, ხაჭაპურები… ასევე იყო ბადრიჯანი ნიგვზით, ქაფქეიქის ვარიანტში. ოღონდ ამ ქაფქეიქის ძირი არა ჩვეულებრივი ცომისგან იყო გაკეთებული, არამედ მჭადის ფქვილისაგან, რისი ორიგინალურობა ძალიან მომეწონა.

მეტი ტექსტი იქნება მოსაბეზრებელი, ასე რომ ინებეთ სურათები 🙂

სანამ სურათებს დავდებ მინდა გამოვუცხადო ჩვენს სააგენტოს, რომელმაც ეს ყველაფერი მოაწყო, დიდი მადლობა. მახსოვს როგორი იყო უფლისციხის გარემო 2006ში, როდესაც ბოლოს ვიყავი მანდ. ტუალეტს ვერ ნახავდა ადამიანი მანდ. ნუ ეს როგორც მახსოვს მე. და ახლა ყველაფერი გაცილებით უკეთესია. მომეწონა ინფრასტრუქტურა. დიდი მადლობა პატრულს კი არა სააგენტოს.


რაც ყველაზე ძალიან მიყვარს… სულ 5 რამ

როგორც იქნა გამოჩნდა დრო დამეწერა ეს. დამთაგა ჩვენმა ბექამ, რომელმაც მეგობრის დაბადების დღეზე წასვლა სოცმედიის დღეზე წამოსვლას ამჯობინა. ალბათ პირდაპირ გადავალ საქმეზე. მაგრამ მაინც ძნელია, ასე უცბად ადგე, უფრო სწორად დაჯდე და დაწერო, და თან თანმიმდევრობით. მაგრამ მაინც შევეცადე და აი რა გამოვიდა.

1. ჩემი უსაყვარლესი ჩანთა, რომელზეც ვაფრენ :))) ვინმეს თუ გინდათ შედით ჩემს პირწიგნაკის პროფილზე და იქ ნახეთ http://bit.ly/dD1Wrc ან კიდევ იხილეთ ქვემოთ

ჩემი ვინილებიანი ჩანთა, რომელიც ძალიან მიყვარს :)))

2. მეორე ალბათ Discovery-ს და National Geographic-ის ყურებაა. ისე მიყვარს, რომ მზად ვარ მთელი დღეები ვიჯდე და ვუცქირო ეკრანს, და საბოლოო ჯამში ბევრ ახალსა და საინეტერესოს ვიგებ.

3. არ გაგიკვირდეთ, მაგრამ აჯაბსანდალის კეთება, კარტოფილის შეწვა და კიდევ готовить селёдку под шубой.

4. ღამით ცაში ელვა და მისი გადაღება!!! ამაზე ლამაზი მოვლენა თვალით არ მინახავს!!!

ელვა

ზემოთ რასაც ხედავთ, მთლად ელვა არ არის, მაგრამ მაინც ლამაზიააა :))))

5. ნატახტარის ნაღების ლიმონათი და კოქტეილი Cool Kiss

რა გითხრათ აბა, მგონი ჩემი სათქმელი ნათქვამია, და გზას გადავულოცავ ნასტასიას და ჩეშირის კატას, მგონი მათ ჯერ არ უწერიათ.


სოციალური მედიის დღე

დღეს სოციალური მედიის დღე არის, რომელიც თბილისშიც აღინიშნა. მე აღარ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ ვინ შემოიღო ეს დღე უბრალოდ იხილეთ რამდენიმე ვიდეო.  მარი, ჰაშტაგი აქაც გამოვიყენო?

ვიდეოები ცოტა ცუდი ხარისხისაა, შორიდან ვიღებდი, ამას არ ვიმჩნევთ :))
და კიდევ, პრეზენტაციები სრულად არაა ჩაწერილი, ნაწყვეტებია.

1. სოციალური მედიის დღე გახსნა მარი ტალახაძემ

2. გაბო იმედია მაპატიებს, ვერ გადავუღე ვიდეოოო…

3. ლანდიშამ რსს-ებზე წარმგვიდგინა კარგი პრეზენტაცია... დიდად ვერაფერი გავიგე ხმაურისა და ყაყანის გამო… მაგრამ ვიდეოს აგერ ხედავთ

4. შემდეგ ბიბლუსის კორპორატიული ბლოგის ავტორი გიორგი გიორგაშვილი გამოვიდა კორპორატიულ ბლოგებზე პრეზენტაციით

5.  მივედით ისევ მარისთან. პრეზენტაცია რატომ ტვიტერი?

ახლა აღმოვაჩინე, რომ თურმე არ გადამიღია არც მისი პრეზენტაცია. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ პრეზენტაცია უაღრესად საინტერესო იყო!!!

6. საბა ლეკვეიშვილის “მედია ბანკის პრეზენტაცია”. სიმართლე რომ გითხრათ, დიდად ვერ გავიგე ეს რა იყო. მათალია გავიგე, რომ არსებობს ასეთი მედია ბანკი, მაგრამ მაინც… იმედია ცოტახანში მივხვდები ამის აზრს… პრეზენტაციაზე ვამბობ.

7. დავით ჯიშკარიანი – “სოციალური მედია”

ესეც ასე. მე დავამთავრე ჩემი პოსტი. ჩემს მიერ დაწერილ პოსტს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით იხილავთ ივენტ-ლენტაზე.

წამოვიდა ახლა კომენტარები 🙂

A6YJSH7UFRVP