საქართველოს ბანკი – ასწავლეთ არითმეტიკა კონსულტანტებს

ნუთუ ასეთი ძნელი იყო პირდაპირ ეთქვა? მოკლედ, დაატრენინგეთ თქვენი კონსულტანტები, ისწავლონ ჩვეულებრივი არითმეტიკა, რა უნდა ამას?

მოკლედ, წაიკითხეთ დიალოგი და თქვენით გამოიტანეთ დასკვნა.

კონსულტანტი: გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

მე: გამარჯობა,

მე: მაინტერესებს ვადიანი ანაბარის დარღვევის შემთხვევაში, ანუ დროზე ადრე გატანისას, რამდენი პროცენტით ნაკლები დაერიცხება ანაბარს?

კონსულტანტი: მოგახსენებთ ქალბატონო თამარ

კონსულტანტი: რა ვადით გაქვთ გახსნილი ანაბარი?

კონსულტანტი: ასევა რომ მითხრათ რა ვალუტაში?

მე: ჯერ არ მაქვს გახსნილი. ვაპირებ გახსნას ლარში

კონსულტანტი: ანბარის ვადასა და ვალუტაზე გახლავთ დამოკიდებული თუ რა სარგებელი დაერიცხება ანბარზე განთავსებულ თანხას დარღვევის შემთხვევში

მე: ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებ ლარში გახსნას, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია რა ვადით. და რომ მითხრათ 3 თვეზე, 6ზე, 9ზე და 12ზე.

კონსულტანტი: 3 თვეზე გახნილი ანბარზე დაღვევი შემთხვევაში 3.00% წლიური, 6თვეზე–4.00%, 9 თვეზე–4.50%

კონსულტანტი: სარგებლის დარიცხვა მოხდება დღეების სიზუსტით

მე: ანუ 7%ის ნახვლად, დამერიცხება 4% 3თვიან ანაბარზე?

კონსულტანტი: დიახ

მე : ანუ ნებისმიერი ვადის მქონე ანაბარზე დამერიცხება 4% დარღვევის შემთხვევაში, მართალი ვარ?

კონსულტანტი4 % არა ქალბატონო თამარ, კონკრეტულ ვადაზე კონკრეტული სარგებელია განსაზღვრული

მე: ვიცი. ნახეთ, 3 თვიან ანაბარზე ჩვეულებრივ მერიცხება 7%, ხოლო დარღვევისას 7-3=4%

კონსულტანტი: 3 თვიან ანბარზე დიახ ესე გახლავთ

მე: 6თვიანზე 8-4=4%, 9თვიანზე 8,5-4,5=4%

მე: დანარჩენ თვეებზეც მასე იქნება სავარაუდოდ

მე: იქნებ მიპასუხოთ რამე

კონსულტანტი: კონკრეტულად არის განსაზღვრული ვადის მიხედვით

კონსულტანტი: კონკრეტული განაკვეთები მოგახსენეთ ვადის მიხედვთ

კონსულტანტი: კიდევ რაიმე კითხვა აღნიშლთან გაქვთ?

მე: კი, დანრჩენილი ვადებიც მითხარით, სრული ინფორმაცია რომ მქონდეს, იმისავის რომ გადავწყვიტო რა ვადით შევიტანო თანხა ანაბარზე

კონსულტანტი: ქალბატონო თამარ, რამდენი დღეც იქნება ანაბარზე განთავსებული თანხა, ამ დღეების მიხედვით მოხდება სარგებლის დაანგარიშზება, ეს გახლავთ წლიური პრცენტები

მე: თანხას არ გეკითხებით, მე გეკითხებით პროცენტულ განაკვეთს, რომელიც ჩამოეჭრება ანაბრის დარღვევის შემთხვევში, დანარჩენ პერიოდებზე. და ის რომ დღეების მიხედვით მოხდება დაანგარიშება ეს მე ვიცი

კონსულტანტი: 12 თვეზე გახლავთ – 5.00%, 15–5.00%

კონსულტანტი: 18 თვე–5.10%

კონსულტანტი: 21 თვე–5.20%

კონსულტანტი: 24–5.25%

მე: როგორც მე ვთქვი, ნებისმიერი ვადის ანაბრის დარღვევის შემთხვევაში დაერიცხება 4%. დაითვალეთ, არითმეტიკაა ჩვეულებრივი. 24 თვეზე 9,25%-5,25%=4%

მე: და შემდგომში ჩემნაირი მომთხოვნი კლიენტი როცა შეგხვდებათ, პირდაპი უთხარით ასე, რომ ნებისმიერი ვადის მქონე ვადიანი ანაბრის დარღვევისას, დაერიცხება 4%

კონსულტანტიკიბატონო მართალი ბრძანდებით, გაქვთ კიდევ რაიმე შეკითხვა ?

დრო

დრო მიდის. წამი ცვლის წამს, წუთი წუთს… დრო გარბის.

ჯერ კიდევ IXX საუკუნეში ხალხი ეტლით დადიოდა, სანთლის შუქის ქვეშ სწავლობდა, კითხულობდა, წერდა. ტელევიზორის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, კომპიუტერსა და მობილურ ტელეფონებზე აღარაფერს ვამბობ. სულრაღაც ერთ საუკუნეში ტექნოლოგია ელვისებრი სიჩქარით განვითარდა. მეცნიერების წყალობით ახლა ვცხოვრობთ ტექნოლოგიის ერაში – XXI საუკუნეში.

XXI საუკუნე საუკეთესო დროა ცხოვრებისათვის. არასდროს იყო მიზნების მიღწევის ამდენი შესაძლებლობა. და, ალბათ, კაცობრიობის ისტორიაში ადამიანს არასდროს ჰქონდა ამხელა არჩევანი. დააკვირდით, დღესდღეობით არსებობს იმდენი კარგი რამ, რისი გაკეთებაც შესაძლებელია და, რის გაკეთებასაც გადაწყვეტთ, განსაზღვრავს მთელ თქვენს ცხოვრებას და მიღწევებს.

ჩვენს დროში საქმეების რაოდენობა უშველებლად დიდია და დღითიდღე იზრდება. ვერავინ უმკლავდება ამდენ საქმეს. ესაა ჩვენი დროის პრობლემა: ძალიან ბევრი საქმე და ძალიან ცოტა დრო.

მინდა დაგაიმედოთ, რომ ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, თუ გარკვეული წესების მიხედვით იცხობვრებთ და ეს წესები ჩვევად გექცევათ. ახლა კი მინდა გაგაცნოთ ზოგიერთი წესი.

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძილი, ვარჯიში და კვება ყველაზე მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ბევრი იტყვის, რომ ეს სამი კომპონენტი დროის უბრალო ხარჯვაა. დაგეთანხმებით, მაგრამ, სამაგიეროდ, ბევრ დროს დაზოგავთ. თუ ვერ გამოიძინებთ რამდენიმე დღე, საბოლოო ჯამში თავს გაწურული ღრუბელივით იგრძნობთ და ძალის აღსადგენად მინიმუმ ერთი დღე დაგჭირდებათ, რაც, კარგი ძილის შემთხვევაში, არ მოხდებოდა. ვარჯიში სისხლის მიმოქცევას არეგულირებს, ტვინი საჭირო რაოდენობის ჟანგბადს ხარჯავს და, შედეგადაც, უფრო კარგად აზროვნებთ. კვება. დილით აუცილებლად უნდა ისაუზმოთ! რადგანაც ორგანიზმი ენერგიით მარაგდება, რასაც მთელი დღის განმავლობაში ხარჯავს. თუ არ ისაუზმებთ, ორგანიზმმა რა უნდა დახარჯოს? ორგანიზმი საკუთარ თავს  გამოფიტავს.

ტელევიზორს კატეგორიული უარი უთხარით! მიუხედავად იმისა, რომ კარგი ფილმი ან გადაცემა გადის, რისი ყურებაც ასე გინდოდათ. ჯერ საქმე! და მხოლოდ საქმის დასრულების შემდეგ, როცა დაგრჩებათ თავისუფალი დრო, შეგიძლიათ, ჩართოთ.

საქმეების კეთება ბოლო წუთში უფრო ძვირია, ვიდრე ორი წუთით ადრე. არაფერი არასდროს გადადოთ ბოლო წუთზე, ყველაფერი თავის დროზე გააკეთეთ. როგორც ედვარდ იანგმა თქვა: “გადადება დროის ქურდია”.

თუ კომპიუტერზე მუშაობთ და Skype ჩართული გაქვთ, დააყენეთ ”Do Not Disturb”-ის რეჟიმზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველი შემოსული შეტყობინება ხელს შეგიშლით მუშაობაში და ბევრ დროს დაგახარჯვინებთ.

გზაში უამრავი დრო იხარჯება. ამ დროს აუცილებლად მოუსმინეთ თქვენთვის რამე სასარგებლოსა და მნიშვნელოვანს. მოსასმენი მოწყობილობა თუ ხელთ არ გაქვთ, წაიკითხეთ. და თუ ან წასაკითხი არაფერი გაქვთ თან, ანდა გზაში კითხვისას ცუდად ხდებით, უბრალოდ დაიძინეთ. დაძინების არ შეგეშინდეთ. არავინ დაგადანაშაულებთ. სამაგიეროდ, თქვენ უფრო დასვენებული და ენერგიით სავსე იქნებით.

ტელეფონზე საუბრისას იდექით ფეხზე, რაც ქვეცნობიერად თქვენს საუბარს დაამოკლებს. აუცილებლად გახსოვდეთ, რომ თქვენ საუბრის შემდეგ კიდევ უამრავი საქმე გელით. აგრეთვე გამოიყენეთ ტელეფონი ლაუდსპიკერით, რაც შესაძლებობას მოგცემთ ორივე ხელით სხვა საქმეები გააკეთოთ.

ბრაიან ტრეისიმ, ადამიანის პოტენციალის და პირადი ეფექტურობის გაზრდის მსოფლიო წამყვანმა სპეციალისტმა, დაწერა წიგნი – “შეჭამეთ ბაყაყი! 21 შესანიშნავი გზა შეწყვიტოტ გადადება და გააკეთოთ მეტი ნაკლებ დროში”. ინგლისურში არის ასეთი გამონათქვამი, რომ თუ პირველს, რასაც გააკეთებ დილაობით, შეჭამ ცოცხალ ბაყაყს, ეს მოგცემს დაკმაყოფილების გრძნობას, რომ ეს არის ყველაზე ცუდი, რაც მოხდა დღეს. ბაყაყი არის ზუსტად თქვენი ყველაზე დიდი, ყველაზე მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმე.

ბედნიერების, კმაყოფილების, წარმატების, პირადი ძალისა და ეფექტურობის შესანიშნავი გრძნობის საწინდარია გამოიმუშაოთ ჩვევად ჭამოთ ბაყაყი მაშინვე, როცა იწყებთ მუშაობას. საბედნიეროდ, ამ უნარის დაუფლება შესაძლებელია დღითიდღე გამეორების და საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად. და როცა გამოიმუშავებთ ჩვევას დაიწყოთ სამუშაო მნიშვნელოვანი ამოცანით, თქვენი წარმატება გარანტირებულია.

მოვიყვან ბრაიან ტრეისის მიერ შემუშავებულ ზოგიერთ წესს, როგორ შეწყვიტოთ გადადება და გააკეთოთ მეტი უფრო სწრაფად:

  • შეადგინეთ ცხრილი: გადაწყვიტეთ, კონკრეტულად რა გინდათ? გარკვეულობა მნიშვნელოვანია. დაწყების წინ დაწერეთ თქვენი გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები.
  • წინასწარ დაგეგმეთ ყოველი დღე: იფიქრეთ ფურცელზე. ყოველი წუთი, რასაც დაგეგმვაში გამოიყენებთ, დაზოგავს 5-10 წუთს შესრულებისას.
  • მხედველობაში გქონდეთ შედეგები: თქვენი ყველაზე მთავარი ამოცანები და პრიორიტეტები ისაა, რასაც შემდგომ თქვენს ცხოვრებაში ან სამსახურში სერიოზული შედეგები მოყვება, მიუხედავად იმისა, დადებითია ეს შედეგი თუ უარყოფითი. ყველაფერზე წინ ამას მიაქციეთ დიდი ყურადღება.
  • გამოიყენეთ ABCDE (აბგდე) მეთოდი გამუდმებით: სანამ დაიწყებთ დასახული ამოცანების სიაზე მუშაობას, რამდენიმე წუთი მათ მნიშვნელობის მიხედვით დალაგებას დაუთმეთ, რათა იყოთ დარწმუნებული, რომ თქვენ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეზე მუშაობთ.
  • დაემორჩილეთ იძულებითი ეფექტურობის კანონს: ყველაფრის გასაკეთებლად დრო არასდროსაა საკმარისი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად დრო ყოველთვის გეყოფათ. რა არის თქვენთვის ეს საქმეები?
  • საფუძვლიანად მოემზადეთ საქმის დაწყებამდე: სათანადო წინასწარი მომზადება თავიდან აიცილებს საქმეების ცუდ შესრულებას.
  • გააკეთეთ საშინაო დავალება: რაც უფრო მცოდნე და კვალიფიციური გახდებით თქვენს საქმეების მთავარ სფეროში, მით უფრო ადრე დაიწყებთ და სწრაფად შეასრულებთ.
  • აიღეთ ერთი ბარელი თავის დროზე: თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ ყველაზე ძნელი და ჩახლართული საქმე თითო-თითო ნაბიჯის გადადგმით.
  • მოახდინეთ ზეგავლენა საკუთარ თავზე: წარმოიდგინეთ, ხვალ ერთი თვით უნდა დატოვოთ ქალაქი და იმუშავეთ ისე, რომ მთავარი საქმეები დაასრულოთ წასვლამდე.
  • განავითარეთ გადაუდებლობის გრძნობა: გამოიმუშავეთ ჩვევა შეასრულოთ მთავარი უფრო ადრე. გახდით ცნობილი, როგორც ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს დროულად და კარგად.

იმუშავეთ იმაზე, რომ ყველა ეს წესი და პრინციპი გახდეს თქვენი ბუნების ნაწილი და თქვენ გელით წარმატება!