მე 2003 წლამდე

ამ პოსტის საპასუხოდ: საქართველო ნაციონალებამდე. ჯერ წაიკითხეთ ბმულზე მოცემული პოსტი და შემდგომ ეს.

მახსოვს მე ეს, მაგრამ კანონიერი ქურდის შესახებ პირველად რომელიღაც სერიალიდან გავიგე. ეს ფენომენი მე არ შემხებია.

ფონდის ფულის გარდა ჩვენ დამლაგებლის ფულსაც 50 თეთრს ვაგროვებდით. იმ დროისთვის ეს არ იყო დღევანდელი 50 თეთრი. ტრანსპორტი როცა 20 თეთრი ღირდა, და მოსწავლეებს ისედაც უშვებდნენ უფასოდ, რეგულაციების გარეშე, მაშინ წარმოიდგინეთ, რა იყო 50 თეთრი.

მახსოვს რელიგიის გაკვეთილები. რომელსაც მერე გადაერქვა “რელიგიის ისტორია და კულტურა”. ჩემს მშობლებს ამის გაგებისას ძალიან გაუხარდა. ეგონათ, რომ ძირითადი რელიგიების ისტორიას შეგვასწავლიდნენ და მათ წესებს. მიუხედავად ამ იმედისა, საგანი დარჩა ძველებური, უბრალოდ სახელი შეუცვალეს.

კლასში ხატების კუთხე იყო, სადაც სანთელიც ენთო ხოლმე. მე, როგორც გაურკვეველი რელიგიის პატრონს, საწინააღმდეგო არაფერი მქონდა.

სამაგიეროდ დიდად არ მომწონდა რელიგიის გაკვეთილის დაწყებისას ლოცვის კითხვა, და ასევე გახანგრძლივებულ ჯგუფში დარჩენისას ლოცვის სწავლება. და შემდგომ აუცილებლად უნდა ჩაგებარებინა ლოცვა მასწავლებლისათვის. ჩემთვის ეს მიუღებელი იყო. რთული იყო ჩემთვის ამ ძველ ენაზე ლოცვის სწავლა, და ამასთან ზეპირად ჩაბარება. დამატებით, თუ არ ჩააბარებდი მასწავლებელი გეჩხუბებოდა, რატომ არ იცი, ქართველი ხარ და უნდა იცოდე.

სამაგიეროდ, მიხაროდა მეორე კლასში როცა ვიყავი, ვარკეთილიდან ჩემი ძმის ლერმონტოვის ქუჩაზე ბაღში დატოვება და შემდეგ სკოლაში ლესელიძეზე წასვლა. თავი უკვე დიდი მეგონა. ხოლო გაკვეთილების შემდეგ ჩემი ძმის ბაღიდან გამოყვანა და ავლაბარში, დედაჩემის სამსახურში, წასვლა. და შემდგომ ერთად მივდიოდით სახლში.

ცოტა გადავუხვიე ბმულზე მოცემულ პოსტს, მაგრამ რაც მთავარია, ეს ჩემგან წამოვიდა.

თავისუფლების ბანაკი – “განათლებული მოქალაქე”

თავისუფლების ბანაკი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საზაფხულო სკოლად, ჩაატარა თავისუფლების კლუბმა. მოდით, ამ ვიდეოს უყურეთ იმისათვის, რომ გაიგოთ რა არის თავისუფლების ბანაკი. (გამომივიდა ტავტოლოგია, მაგრამ who cares :D)

მოდით ამ ვიდეოს მივყვები და მოგითხრობთ ბანაკის შესახებ.

წიგნები – ეს არ იყო formal education, რომელსაც სკოლაში, ბაკალავრიატზე, მაგისტრატურაზე და თუნდაც სხვადასხვა ტრენინგებზე გაწვდიან, შესაბამისად წიგნებიც არ იყო. სამაგიეროდ, ჩვენ ლექციების მსვლელობისას შეგვეძლო ინტერნეტში მოგვეძებნა (რეკლამირებას არ ვუკეთებ ერთ კონკრეტულ საძიებო სისტემას) ლექციის თემატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დაგვესვა შესაბამისი კითხვები. ასეთი მიდგომა ჩემი აზრით უფრო პროდუქტიულია, ვიდრე წასაკითხად რამე დავალების მიცემა იქიდან გამომდინარე, რომ მაინც არავინ დაიწყებს ამ წიგნების კითხვა. მეც კი, რომელსაც ბანაკშივე მათხოვეს Jane Austin-ის “Pride and Prejudice”, ვერ წავიკითხე; დიდი სურვილი კი მქონდა.

ამინდი – ამ საკითხში ნაკლებად კომპეტენტური ვარ. დღის უმეტესი ნაწილი შენობაში ვიყავით, სადაც სულ მუდამ კონდიციონერები იყო ჩართული. იქიდან გამომდინარე, რომ მე მცივანა ვარ, მციოდა და ფეხები მეყინებოდა. მაგრამ მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ შენობაში ასეთი სიცივე აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, შესაბამისად არ ჩაგეძინება ლექციაზე და ინ ჯენერალ უფრო კარგად იაზროვნებ.

საჭმელს მე გამოვტოვებ, რადგანაც საჭმელისადმი მეტისმეტად მომთხოვნი არ ვარ. მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ყოველ საჭმელზე იყო ატამი და ვაშლატამა, ზოგჯერ საზამთროც, ასევე წვენიც.

ბანაკში მართლაც ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი. უმეტესობა ისეთი ვისთანაც კონტაქტს მომავალშიც დიდი სიამოვნებით ვისურვებდი, და იმედი მაქვს თვითონ მიხვდებიან, ვისზეც მაქვს საუბარი. მაგრამ ასევე იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არაკომპეტენტურ და არაინფორმირებულ კითხვებს სვამდნენ. მაგრამ ბანაკის ბოლო დღეს უკვე შესამჩნევი იყო როგორ შეიცვალნენ და უფრო ჯანსაღად დაიწყეს აზროვნება. ზუსტად ეს იყო ამ ბანაკის ერთ-ერთი მიზანი. მიხარია, მართლაც გამოუვიდათ, რაც არც თუ ისე ბევრს გამოსდის.

ახალი მეგობარი შევიძინე ბანაკში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე არის შვიდი წლით უმცროსი, მე ვთვლი მას მეგობრად (იმედია, ისიც მთვლის). ძაააალიან ბევრი საერთო ინტერესი აღმოვაჩინეთ. ჩემზე უმცროსია, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ჩემზე გაცილებით ჭკვიანია და მისი მშურს. რატომ მშურს? იმიტომ, რომ ეს ბავშვი არის ზე-აქტიური, 80მდე სერტიფიკატი აქვს, ანუ სადაც კი ასაკი უწყობს ხელს, ყველგან იღებს მონაწილეობას. მეც მინდა ვიყო წარსულში მისთანა აქტიური. მაგრამ ხანდახან როცა ჩავუფიქრდები, მეც ვიყავი აქტიური; სადაც კი მქონდა შესაძლებლობა, ყველგან ვიღებდი მონაწილეობას, მეტი უბრალოდ შეუძლებელი იყო. მაშინ იმდენი შესაძლებლობა არ იყო, როგორც დღეს. გამოდის, მეც თავის დროზე ასეთი აქტიური ვიყავი.

ცოტა გადავუხვიე თემას, მაგრამ მაინც ღირდა.

ბანაკის სურათები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

თვითონ ლექციებს და სემინარებს შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ.

უსათაურო

მახსოვს შარშან მითხარი ერთი ფრაზა: “უსიყვარულოდ ადამიანი არარაობაა, მტვერია, ნაცარია…” ეს ფრაზა ჩამიჯდა გონებაში და ყოველდღე ჩემდაუნებურად ვიმეორებდი.

ასე გავიდა ოთხი თვე… მერე ერთ მშვენიერ დღეს აწვიმდა. ისე აწვიმდა, რომ სულ დავსველდი. როგორც იქნა, ვიპოვე თავშესაფარი, ერთ კაფეში შევაღწიე და ალკოჰოლური სასმელი ვითხოვე, რათა გავმთბარიყავი. ბარმენმა სასმელი მომაწოდა და რაღაც მითხრა. ვერ გავიგონე; ხმაური იყო; მაგრამ ამ ნათქვამის აზრი შემრჩა გონებაში, რაც შენზე მიმანიშნებდა.

უცბად, ტვინში გამიელვა, ვითომ ვიღაცამ ურო ჩამცხო, ისე და მივხვდი, არ უნდა მიმეტოვებინე. ვიცი, ჩემზე გაცილებით უფროსი ზარ, მაგრამ შენ თვითონ არ მეუბნებოდი, რომ ასაკი არაფერია და მას მნიშვნელობა არა აქვსო; და კიდევ ერთი რაღაც… ჰო, გამახსენდა, გულს ვერ უბრძანებო. არ დაგავიწყდეს, ეს შენი სიტყვებია, და არა ჩემი.

შენ მასწავლე ყველაფერი; შენვე სიცოცხლე შემაყვარე და მისი აზრიც შთამაგონე. არ არსებობს სხვა ადამიანი, ვინც შენსავით ახლოს იქნება ჩემთან.

ფლეშ მობი თბილისი ცენტრალში

Coca-Cola |3 თებერვალს თბილისი ცენტრალში ჩატარდა ფლეშ მობი,რომელიც ორგანიზებული იყო  არასამთავრობო ორგანიზაცია International Spark Program-ის ერთწლიანი პროექტის მონაწილე სტუდენტების მიერ. პროექტის მთავარი  მიზანია დაეხამროს ახალგაზრდებს  ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებაში. Flash Mob-ის ძირითადი მესიჯი და მოწოდებაც სწორედ ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა იყო.

Flash Mob-ს პარტნიორობას უწევდნენ საქართველოს უნივერსიტეტი და კომპანია Coca-Cola.

???????????????????????????????

აი ფლეშ მობის ვიდეო:

2012 წელი

მინდა რეპორტისავით დავწერო, რა იყო ამ 2012 წელს კარგი.

1. ზაფხულში პირველად წავედი აკვაპარკში, ბლოგერებთან ერთად და საშინლად დავიწვი.

2. პირველად ვიყავი გუდაურში, სამსახურიდან ვიყავით წასულები;

სალსა

3. მაისში ბიძაშვილი ჩამომივიდა და დავიმხეთ კუბური ბარი, ფლეშ მობი ჩავატარეთ რუსთაველის მეტროსთან  და სალსას და ბაჩატას ძირითადი მოძრაობები ვისწავლე.

4. სექტემბერში ქობულეთში ვიყავით სამსახურიდან და ლათინო ფართი მოვაწყეთ.

5. ჩავაბარე სამაგისტრო გამოცდები და მოვხვდი იმ ერთადერთ უნიში სადაც application გავაკეთე, ანუ ილიაუნიში.

6. ვიყავი პირველად ევროპაში, კერძოდ ჰოლანდიაში ვნახე ჩემი მეორე ბიძაშვილი, პირველი ბიძაშვილის უფროსი და. და უშოპინგოდ გარდერობი განვაახლე.

7. ჰააგას ცენტრალური სადგურიდან ჩრდილოეთის ზღვამდე ფეხით ვიარე, უკანა გზაზე ფეხებს ვეღარ ვიმორჩილებდი და ტრამვაის გავყევი.

8. უკეთესად გამომდის კუბური ცეკვები. თანდათან რეგეტონსაც ვამუღამებ. და გავიცანი ძალიან მაგარი ხალხი, ვისთანაც ერთად ლათინო ივენთებზე დავდივარ. ეკა, თამო, ვოვა, ალექს, გენა, რობერტ და რა თქმა უნდა, გურუ, რომელიც უკვე დიდი ხანია არ მინახავს და მომენატრა კიდეც.

9. ვიყავი Resident Evil-ის დახურულ ჩვენებაზე, მადლობა რუსთაველის კინოთეატრს, მოსაწვევი მიბოძა.

10. ვიყავი ფრანის კონცერტზე. მადლობა გაბოს!

11. ვიყავი Open Air-ზე და მოვუსმინე დდტ-ს!

12. მეტი ამ წამს არ მახსენდება, თუ რამე გამახსენდება დავააფდეითებ (ნორმალური ქართულით: განვაახლებ)

 

მაგრამ ყველაზე ცუდი რამ რაც მოხდა ამ წელს:

1. მამიდას კიბო აღმოუჩნდა და ქიმიოთერაპიას უტარებდნენ.

2. მამიდა გარდაიცვალა… ქიმიოთერაპიის გართულების შედეგად.

ნაბიჭვრების ქვეყანა

აქამდე რატომ ვიყავი ასეთი naive, არ ვიცი… და რატომღაც არასდროს მეგონა ასეთ ქვეყანაში რომ ვცხოვრობ. მაგრამ აი ფაქტი! და ამის შემდეგ “ყვავილების ქვეყანა” როგორ უნდა ვუწოდო საქართველოს, არ ვიცი.
ვეღარაფერს დავწერ. უბრალოდ ნახეთ…

‎როცა რიგითი პოლიციელი რამე უკანონობას სჩადის, ეს მთელი ქვეყნისთვისაა ცნობილი, და როცა მისი მინისტრი ზომებს არ იღებს, მაშინ ეს მინისტრი ისეთივე ნაძირალაა, როგორც ის პოლიციელი! და როცა მინისტრი ამას არ აკეთებს და პრეზიდენტი ამის გამო მას არ ანთავისუფლებს პოსტიდან – მაშინ პრეზიდენტიც ნაძირალაა!

მიხეილ სააკაშვილი, 2003 წელი.

აი ასეთი რაღაც თქვა თვით პრეზიდენტმა. და მის “მეფობის” დროს ხდება ის რაც ხდება… Shame on you!

რებლოგი არ გამომდის, და პირდაპირ გადადით ამ ლინკზე: ნაბიჭვრების ქვეყანა

Skype on Bada OS

Everybody uses Skype. Almost everyone started using Skype on their smartphones. However, Bada OS users cannot yet enjoy it.

Because of the fact that there are few Bada OS users, Samsung and Microsoft don’t even attempt to write an Skype application for it. But we still have a hope and Yuri Papa from Lviv, Ukraine, started a  petition on change.org. We already reached 6,886 supporters and we need 614 more.

So here is it. Sign the petition here and ask others to do the same!

http://www.change.org/petitions/skype-microsoft-samsung-develop-skype-for-bada-os