სოციალური მედიის დღე

დღეს სოციალური მედიის დღე არის, რომელიც თბილისშიც აღინიშნა. მე აღარ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ ვინ შემოიღო ეს დღე უბრალოდ იხილეთ რამდენიმე ვიდეო.  მარი, ჰაშტაგი აქაც გამოვიყენო?

ვიდეოები ცოტა ცუდი ხარისხისაა, შორიდან ვიღებდი, ამას არ ვიმჩნევთ :))
და კიდევ, პრეზენტაციები სრულად არაა ჩაწერილი, ნაწყვეტებია.

1. სოციალური მედიის დღე გახსნა მარი ტალახაძემ

2. გაბო იმედია მაპატიებს, ვერ გადავუღე ვიდეოოო…

3. ლანდიშამ რსს-ებზე წარმგვიდგინა კარგი პრეზენტაცია... დიდად ვერაფერი გავიგე ხმაურისა და ყაყანის გამო… მაგრამ ვიდეოს აგერ ხედავთ

4. შემდეგ ბიბლუსის კორპორატიული ბლოგის ავტორი გიორგი გიორგაშვილი გამოვიდა კორპორატიულ ბლოგებზე პრეზენტაციით

5.  მივედით ისევ მარისთან. პრეზენტაცია რატომ ტვიტერი?

ახლა აღმოვაჩინე, რომ თურმე არ გადამიღია არც მისი პრეზენტაცია. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ პრეზენტაცია უაღრესად საინტერესო იყო!!!

6. საბა ლეკვეიშვილის “მედია ბანკის პრეზენტაცია”. სიმართლე რომ გითხრათ, დიდად ვერ გავიგე ეს რა იყო. მათალია გავიგე, რომ არსებობს ასეთი მედია ბანკი, მაგრამ მაინც… იმედია ცოტახანში მივხვდები ამის აზრს… პრეზენტაციაზე ვამბობ.

7. დავით ჯიშკარიანი – “სოციალური მედია”

ესეც ასე. მე დავამთავრე ჩემი პოსტი. ჩემს მიერ დაწერილ პოსტს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით იხილავთ ივენტ-ლენტაზე.

წამოვიდა ახლა კომენტარები 🙂

A6YJSH7UFRVP

Advertisements