ნაბიჭვრების ქვეყანა

აქამდე რატომ ვიყავი ასეთი naive, არ ვიცი… და რატომღაც არასდროს მეგონა ასეთ ქვეყანაში რომ ვცხოვრობ. მაგრამ აი ფაქტი! და ამის შემდეგ “ყვავილების ქვეყანა” როგორ უნდა ვუწოდო საქართველოს, არ ვიცი.
ვეღარაფერს დავწერ. უბრალოდ ნახეთ…

‎როცა რიგითი პოლიციელი რამე უკანონობას სჩადის, ეს მთელი ქვეყნისთვისაა ცნობილი, და როცა მისი მინისტრი ზომებს არ იღებს, მაშინ ეს მინისტრი ისეთივე ნაძირალაა, როგორც ის პოლიციელი! და როცა მინისტრი ამას არ აკეთებს და პრეზიდენტი ამის გამო მას არ ანთავისუფლებს პოსტიდან – მაშინ პრეზიდენტიც ნაძირალაა!

მიხეილ სააკაშვილი, 2003 წელი.

აი ასეთი რაღაც თქვა თვით პრეზიდენტმა. და მის “მეფობის” დროს ხდება ის რაც ხდება… Shame on you!

რებლოგი არ გამომდის, და პირდაპირ გადადით ამ ლინკზე: ნაბიჭვრების ქვეყანა

თვითმკვლელობა… რისთვის?..

გუშინდელმა ამბავმა, ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. უკვე 19ია, ანუ გამოდის რომ გუშინწინდელმა… და მეტროში ასეთი რამ დავწერე ამ აფექტის ქვეშ:

განა ღირდა თვითმკვლელობით დაგესრულებინა ეს ისედაც მოკლე შენი ცხოვრება?! რისთვის? რატომ? რა მიზეზით? რა გქონდა გულში ისეთი, რის გამოც ცხოვრება აღარ გინდოდა? ამას ჩვენ უკვე ვეღარ გავიგებთ…

მაგრამ მაინც ვერ ვხვდები… შენი თავი თუ არ გეცოდებოდა, სხვებმა რაღა დააშავეს?! ისინი შეგებრალა მაინც… შენი სახით ხომ არ იცი, რა დაკარგეს… თუმცა კი ხვდებოდი, მაგრამ გააზრებული მაინც არ გქონდა… და ასე მიატოვე ყველა, ვინც გიყვარდა და ვისაც უყვარდი… მაიცა, მაიცა! თუ შენ ისინი საერთოდ არ გიყვარდა?! ხო, ზუსტად, გავარტყი. შენ ისინი ალბათ არ გიყვარდა… ამიტომაც ასე დაუფიქრებლად მწარედ მიატოვე ისინი სველი თვალებით და ცრემლების გუბეებით…

არა რა… საშინელი ეგოისტი ხარ… ახლა არ თქვა, რომ არ ხარ, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ მქონდაო… მე ამას არ დავიჯერებ… თუმცა მაინტერესებს, როგორ აპირებ ამის თქმას… ვერც იტყვი ამას, რომც გესმოდეს… აი, შენი თავიც არ გყვარებია, არა მხოლოდ შენები… იცი ვინ მიატოვე?.. ვინ და დედაშენი… ასეთი მამაცი გულის პატრონი… შენი აზრით, გზრდიდა მხოლოდ იმისათვის, რომ მერე თავი მოიკლა? გზრდიდა, რათა საამაყო, სამაგალითო შვილი გამოსულიყავი, შენ კი… ეეხ…

ცოლს რას ეტყვი? იმისათვის გააჩინა ორი ასეთი ლამაზი და საყვარელი ბავშვი, რომ მერე მარტომ აღზარდოს?! არა მგონია… დედა ხო კაი არ შეგებრალა იმიტომ, რომ დედები ყველაფერს პატიებენ შვილს, ამასაც როგორმე გაპატიებდა… და ცოლი? შენი აზრით ცოლი გაპატიებს?.. თვითონ ცოლზეა დამოკიდებული… შეიძლება არც გაპატიოს, და მერე ივლი მარტოდ მარტო… აბა სხვა გზა არც დაგრჩენია… სულ მარტო…

თუმცა მეც ვარ უნიკალური არსება… ამ ყველაფერს ვის ვეუბნები?! შენ უკვე აღარ ხარ ცოცხალი, და რამდენიც არ უნდა ვიძახო და ვიყვირო, მაინც ვერაფერს გაგაგონებ… ჰოდა, საერთოდ გავჩუმდები… და ჩემი გაგება რომ შეგეძლოს, მაინც ვეღარ გაიგებდი… იმიტომ, რომ ახლა მართლაც ამ ლექციების კითხვას აზრი აღარ აქვს…